top of page
logo NOW Mtsheta white.png

სიყვარულის უნარი

მცხეთა, 10 - 14 ოქტომბერი, 2022

_MG_4707.jpg

პროგრამა

IMG_2385_.jpg

 10 ოქტომბერი 

 შესავალი დღე 

 

-  პრესკონფერენცია მცხეთის მერიაში;

- ,,შინაგანი ზეცა” – შეხვედრა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში;
- მთავარი მონაწილეებისა და საგანგებო სტუმრების სამუშაო შეხვედრა - ,,თეთრი ხვრელი”

 11 ოქტომბერი 

 დღე პირველი, 17:00  

მარანი ჰოლი, მცხეთა, აღმაშენებლის 156

– ასამბლეის გახსნა, ,,სიყვარულის უნარის” პრემიის პრეზენტაცია, ,,ცხოველი ისეთივე, როგორც შენ” – გამოფენის გახსნა. სამყარო სხვადასხვა ცოცხალი არსების მილიარდობით თვალით გვიყურებს. მათში, როგორც სარკეში ჩახედვით, უკეთ შევიცნობთ საკუთარ თავს. 

 

– ასამბლეა NOW-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული შოუ-მოხსენება ,,ვინ ვართ ჩვენ? თანამედროვეობის მთავარი საიდუმლო”
ნაწილი პირველი. ,,გონიერი ადამიანის საქმის მოსმენა”
ნაწილი მეორე. ,,ადამიანი სხვა რამეა. გეგმა A” 

ანგარიში მომზადდა 2019-22 წლებში, ადამიანის შესაძლებლობების გაფართოების დარგში უახლესი აღმოჩენებისა და ექსპერიმენტების საფუძველზე.

 საღამო პირველი, 20:00 

მარანი ჰოლი, მცხეთა, აღმაშენებლის 156

- მუსიკალური და ვიზუალური ,,ზღაპარი სიყვარულის უნარის შესახებ” ზრდასრული ასაკის ბავშვებისთვის

- ,,გიგანტების სიმღერები”. დუეტი ვეშაპსა და ადამიანისთვის
ვირტუოზი მუსიკოსების საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც 2012 წლიდან მონაწილეობს ექსპერიმენტებში პლანეტაზე უძველესი და ყველაზე განვითარებული ცნობიერების მატარებლებთან – ოკეანეში თავისუფლად მცხოვრებ ვეშაპებთან და დელფინებთან – ურთიერთობის ექსპერიმენტებში, წარმოგიდგენთ უნიკალურ მულტიმედია კონცერტს, რომელიც ამ დიალოგის შესახებ მოგვითხრობს 

12 ოქტომბერი 

 დღე მეორე, 17:00 

მარანი ჰოლი, მცხეთა, აღმაშენებლის 156


,,ადამიანობის არქეოლოგია”
სიყვარულის უნარის აღმოსაჩენად წარმოებული გათხრების ტექნოლოგია – სამყაროში, რომელმაც თითქოს თავად ეს სიტყვაც კი დაივიწყა.
მრგვალი მაგიდა, ღია დისკუსია და მთავარი მონაწილეების პრეზენტაციები.

ექსპერიმენტი: ,,ბუნების გვირგვინი". წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს შეუზღუდავი რესურსები – მატერიალური, ორგანიზაციული, შეუზღუდავი ძალაუფლება და ა.შ. რას მოვიმოქმედებთ? 

 

 საღამო მეორე, 20:00 

მარანი ჰოლი, მცხეთა, აღმაშენებლის 156

- კინოსაღამო ,,სიყვარულის ფრაგმენტები”.
სრულიად სხვადასხვა ავტორები წარმოადგენენ თავიანთი ფილმების ფრაგმენტებს (მათ შორის, აქამდე უცნობს) სიყვარულის თემაზე და მაყურებელთან ერთად, ეცდებიან ამ ფრაგმენტების მეშვეობით სრული სურათი აღადგინონ. 

- ,,სიყვარულის უნარის მილონგა”
ამ საღამოს, თავის მუსიკოს მეგობრებთან ერთად, მაესტრო პაბლო ვერონი ჩაატარებს . 

13 ოქტომბერი 

 დღე მესამე, 17:00

თეატრონის ველზე 

- ახალი დიპლომატიის სახელოსნო.


- ,,მცხეთის დეკლარაციის” შექმნა.


- საჯარო ექსპერიმენტი ,,სიყვარულის კოდი"
ათასობით წლის მანძილზე კაცობრიობა ცდილობდა  სიცოცხლის ელექსირის გამოცანა ამოეხსნა. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია მისი ამოცნობა და, როგორც ჩანს, მხოლოდ ახლა. 

- ,,სურვილების მანქანა”
მცხეთის ცენტრში მდებარე თეატრონის ველზე, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების გარემოცვაში, საკუთარი ხელით ააგეთ ცხოვრებისეული გზისა და სულიერი აღორძინების სიმბოლო, მსოფლიოში ყველაზე დიდი ლაბირინთი, რათა მასში საკუთარი თავი აღმოაჩინოთ და შეძლოთ გამოსავალის პოვნა – წარსულიდან მომავლისკენ.
აქ მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა ადამიანურსა და ცხოველურს, კეთილსა და ბოროტს შორის. მოძრაობის თეატრი წარმოადგენს სპექტაკლ-მინიშნებას, მაგრამ ლაბირინთში შესვლისას, ყველა თვითონ განაცხადებს სანუკვარ სურვილს


 14 ოქტომბერი 

 ფინალური დღე 

 

- მონაწილეობა მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულში


- ასამბლეის კომუნიკეს გამოქვეყნება


- დაჯილდოების ცერემონია. პრემია ,,სიყვარულის უნარი" ოთხ სფეროში: მეცნიერება, ხელოვნება, სოციალური პრაქტიკა და პირადი ცხოვრების გზა. 

* The programme is subject to change.

2X5A1820.jpg

NOW ASSEMBLY - ABILITY TO LOVE

10 - 14 October 2022

Subscribe to get exclusive updates

Thanks for subscribing!

  • Facebook
  • Instagram

* By clicking subscribe or submit button you are agreeing to our Terms and Conditions and Privacy Policiy

logo NOW s.jpg
bottom of page